ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 140
თარიღი: 2013-08-27
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

          

ქ. ბათუმში, ძველი ბათუმის უბანში მდებარე ქუთაისის ჩიხის  ქუჩად გარდაქმნისა და რაულ ვალენბერგის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმში, ძველი ბათუმის უბანში მდებარე ქუთაისის ჩიხი ჩამოყალიბდეს ქუჩის სტატუსით და მიენიჭოს შვედი დიპლომატისა და ბიზნესმენის რაულ ვალენბერგის სახელი.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს წინა­მდე­ბარე განკარგულების შესრუ­ლების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორ­ციე­ლება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. ბათუმში, ძველი ბათუმის უბანში მდებარე ნავსადგურის შესახვევის ქუჩად გარდაქმნისა და რაულ ვალენბერგის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 18 დეკემბრის #291 განკარგულება.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

           

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები