2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თითოეული საბავშვო ბაღის სააღმზრდელო ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობის დროებითი რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ თითოეული საბავშვო ბაღის სააღმზრდელო ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა ახალი საბავშვო ბაღების ექსპლუატაციაში შესვლამდე, როგორც დროებითი ღონისძიება, განისაზღვროს არა უმეტეს:
ა) უმცროსი ჯგუფი – 35 აღსაზრდელით;
ბ) საშუალო ჯგუფი – 35 აღსაზრდელით;
გ) უფროსი ჯგუფი – 35 აღსაზრდელით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი