2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №299 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა „ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველ-ყოფა“, პროგრამული კოდი 06 01 01 (დანართი 1);
ბ) პროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპე-დიული მომსახურება“, პროგრამული კოდი 06 01 06 (დანართი 6);
გ) პროგრამა „ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა“, პროგრამული კოდი 06 01 08 (დანართი 8);
დ) პროგრამა „სოციალურად დაუცველი ოჯახების საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და მკურნალობა“, პროგრამული კოდი 06 01 10 (დანართი 10);
ე) პროგრამა „სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების სოციალური დახმარება“, პროგრამული კოდი 06 02 06 (დანართი 18);
ვ) პროგრამა „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში პროექტის თანადაფინანსება“, პროგრამული კოდი 06 02 15 (დანართი 24).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
ა) პროგრამა „ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველ-ყოფა“, პროგრამული კოდი 06 01 01 (დანართი 1);
ბ) პროგრამა „სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სტომატოლოგიური და ორთოპე-დიული მომსახურება“, პროგრამული კოდი 06 01 06 (დანართი 6);