2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №40
2011 წლის 15 ივლისი
ქალაქი ბათუმი
შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერა სავალდებულოა განთავსდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაინტერესებულ პირს მიეცეს უფლება ქართულ და ინგლისურ ენებთან ერთად შესაბამისი წარწერა განათავსოს აგრეთვე მისთვის სასურველ სხვა რომელიმე ენაზე. დაუშვებელია ინგლისურ ან/და სხვა ენაზე განთავსებული წარწერა იყოს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერაზე მეტი ზომის ან/და უკეთესად გაფორმებული (განათებული და სხვა) და კითხვადი.
მუხლი 2. შესაბამის სუბიექტებს დაევალოს 2011 წლის 1 სექტემბრამდე შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) საქმიანობის ან/და სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულსამართლებრივი ღონის¬ძიე¬ბების განხორციელება.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე