ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 126
თარიღი: 2013-07-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის №116 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 18 ივლისის №116 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) მე-7 პუნქტი:

 

ლოტი

ქონების დასახელება, მისამართი, სახეობა

ქონების ფართობი  კვ.მ-ში

საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

სხვა მახასიათებელი ნიშანი

ობიექტის / ლოტის საწყისი ქირის ოდენობა ლარებში

 

7

ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, არდაგანის ტბაში მდებარე კუნძული

801,00

საკადასტრო კოდი №05.24.02.067

 

20 000

2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო-ქვეყნება და წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის . #30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები