2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისადმი 2013 წლის 02 ივლისის №05/02-12/38332 წერილში აღნიშნავს, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162-ე განკარგულების შესაბამისად მიმდინარეობს დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესი.
ამასთან დაკავშირებით ითხოვენ ქ. ბათუმში, ყოფილი „ბითმაჟი“-ს ტერიტორიაზე მდებარე 60 616,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 05.30.31.010) გადაცემას დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისათვის.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ყოფილი „ბითმაჟი“-ს ტერიტორიაზე მდებარე 60 616,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი 05.30.31.010) საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისათვის.
2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (დ. ბალაძე) უზრუნველყოს სახელმწიფოზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცე-მული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და გადაცემული უძრავი ქონების მიღები-სათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება.
3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვა-ლისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი