2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ოთარ ფედიჩკინის შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორად დაინიშნოს ოთარ ფედიჩკინი (პ/№61003005780, პასპორტის №07PA14731, დაბადებული 27.02.1985 წ. დაბადების ადგილი: ბათუმი, მისამართი: ქ. ბათუმი, დ. ბაქრაძის ქ. №9, პასპორტი გაცემულია იუსტიციის სამინისტროს მიერ, გაცემის თარიღი: 4.06.2008 წ., მოქმედების ვადა: 4.06.2018 წ.).
2. დაევალოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორს უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი