ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 27
თარიღი: 2013-07-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№27

2013 წლის 30 ივლისი  ქალაქი ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

 

 

ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის 122 მუხლის, „ადგი-ლობრივი თვითმ­მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ” ქვეპუნქტის,  შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :   

 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც მოქცეულია შემდეგ პირობით საზღვრებში: აკობ გოგებაშვილისა და ლია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან ლია ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე ლია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ლია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან სულიკო ჟღენტის ქუჩის კვეთამდე, სულიკო ჟღენტის ქუჩის ორივე მხარეს, სულიკო ჟღენტისა  და იაკობ გოგებაშვილის ქუჩების კვეთიდან იაკობ გოგებაშ­ვი­ლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე, იაკობ გოგებაშ­ვი­ლის ქუჩის ორივე მხარეს (სანაპირომდე) შემოღებული იქნას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემი-სათვის მოსაკრებელი.

2. დამტკიცდეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართისა.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების მიღებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების საქმეებზე, რომლითაც უკვე მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა.

 

                       

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ირაკლი ჩავლეიშვილი

 

  

 

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილება

2013 წლის 30 ივლისი 27

 


ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალურიშეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქცია

 

1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა გულისხმობს . ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ დადგენილი წესით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას  სპეციალური  (ზონალური) შეთანხმების გაცემით.

2. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით

3. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:

       

     L

X= — (K21 – K2)S

     K2

 

სადაც:

ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;

ბ) L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;

გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.

4. ქ. ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (-2) გაზრდის შემთხვევაში, გადახდილი უნდა იქნეს დადგენილ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს (-2) და გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს შორის სხვაობა ამ ინსტრუქციიდადგენილი წესითა და შემთხვევებში.

5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე. თუკი სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემული იქნა სხვა პირზე და მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე მშენებელობის ნებართვის გაცემა ხდება სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს მშენებლობის ნებართვის მიმღებმა პირმა.

6. მოსაკრებლის გადახდა არ ხდება თუ:

) დამკვეთს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო, ქ. ბათუმის მერია ან/და თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;

ბ) თუკი სამშენებლო განვითარება ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული შენობის განვითარებას (რეკონსტრუქციას) ისე, რომ არ იცვლება არსებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (-2);

გ) მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და ხდება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა ან/და ხდება გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება;

) ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დროს;

) სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის უძრავი ქონების პრივატიზების ან კანონიერი სარგებლობის ფორმით (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა და ა.შ) განკარგვის დროს უძრავი ქონების გასხვისების პირობად განისაზღვრება ქონების შემძენის (მიმღების) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება.

7. წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის სამშენებლო ფართობი არის ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის #1-1/1254 ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი.

8. მოსაკრებლის გადამხდელი პირი ვალდებულია სამშენებლო დოკუმენტის პროექტს, ასევე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების დოკუმენტაციას თან დაურთოს მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება და დაამოწმოს შემდგენელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადიაზე აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სადაც შემოხაზული იქნება კ2 კოეფიციენტის დათვლის მიზნით შესაბამისი კონტურები.

9. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესით და იგი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე;

10. წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება . ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.

11. იმ შემთხვევაში თუკი განმცხადებელი (დამკვეთი) წინამდებარე დადგენილების ამოქმედების შემდგომ მოითხოვს . ბათუმის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ უკვე გაცემული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის დამატებით გაზრდას, მაშინ მასზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის  ვალდებულება. ასეთ დროს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით გაცემული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობით.

12. იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის ნებართვა გაცემულია, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი არ ადგენს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობას და დამკვეთის (განმცხადებლის) მიერ მოთხოვნილია დამტკიცებულ არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებაში ცვლილების შეტანის გზით საპროექტო შენობის სიმაღლის გაზრდა, მაშინ უნდა მოხდეს მოთხოვნილი სიმაღლის გათვალისწინებით კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის დადგენა და  თუკი ეს მნიშვნელობა აღემატება გაცემული არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალებით მიღებული  საპროექტო  შენობის კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობას, მაშინ გამოიყენება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის წესი. ასეთ დროს კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობა წინამდებარე ინსტრუქციის მე-3 პუნქტის ფორმულაში განისაზღვრება დამტკიცებული არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებით მიღებული საპროექტო შენობის კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობით. 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები