2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
სულხან გოგიბერიძის შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სულხან გოგიბერიძე (პ№61001007599) განთავისუფლდეს შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ (ს/კ 245622205) დირექტორის თანამდებობიდან.
2. შპს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შესრულება დროებით დაეკისროს ამავე იურიდიული პირის დირექტორის მოადგილეს იური ლორთქიფანიძეს (პ№61001000463).
3. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უზრუნველყოს წინამდებარე განკარგუ-ლების სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი