ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 122
თარიღი: 2013-07-18
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

ქ. ბათუმში,  გონიო-კვარიათის უბანში პეტრე იბერის VI ჩიხის გაუქმების,  პეტრე იბერის ქუჩის შემადგენლობაში მიერთებისა და პეტრე იბერის სახელის მინიჭების  შესახებ

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმში,  გონიო–კვარიათის უბანში გაუქმდეს პეტრე იბერის VI ჩიხი, მიუერთდეს პეტრე იბერის ქუჩას და მიენიჭოს ქართველი თეოლოგისა და ფილოსოფოსის პეტრე იბერის სახელი (თანდართული რუკის მიხედვით).

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს წინა­მდე­ბარე განკარგულების გაზეთაჭარაშიგამოქვეყნება და განკარგულების შესრუ­ლების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორ­ციე­ლება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                        ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები