2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
პეტრე მელიქიშვილის ბიუსტის ქ. ბათუმში, პ. მელიქიშვილის ქუჩის დსაწყისში, ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის დასაწყისში, ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე დადგენილი წესით განთავსდეს ქართველი ქიმიკოსის, საზოგადო მოღვაწის – პეტრე მელიქიშვილის ბიუსტი.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. ეთხოვოს სსიპ „ბათუმის ბულვარს“ წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული რკინის კონსტრუქციის ადგილმონაცვლეობა.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი