2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ლუკა ასათიანის ბიუსტის ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში, სსიპ „აჭარის ხელოვნების მუზეუმის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში, სსიპ „აჭარის ხელოვნების მუზეუმის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში დადგენილი წესით განთავსდეს გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ქალაქის თავის, ქალაქის თვითმმართველობის ამჟამინდელი შენობის აგების ინიციატორის – ლუკა ასათიანის ბიუსტი.
2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი