ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 119
თარიღი: 2013-07-18
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა    

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს წესდების დამტკიცების შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. დამტკიცდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ თანდართული  წესდება.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

  

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს განკარგულება

2013 წლის 18 ივლისი N119

 

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“ (შემდგომში საზოგადოებად წოდებული) შექმნილიამეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საზოგადოება იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

3. საზოგადოების სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. დრო საზოგადოების რეგისტრაციიდან რეგისტრაციის წლის 31 დეკემბრამდე შეადგენს ერთ ნაკლულ სამეურნეო წელს.

 

მუხლი 2. საზოგადოების სრული და შემოკლებული სახელწოდება 

1. საზოგადოების სრული სახელწოდებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“

2. საზოგადოების შემოკლებული სახელწოდებაა: შპს ,,ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“.

 

მუხლი 3. საზოგადოების იურიდიული მისამართი და სტატუსი

1.  საზოგადოების იურიდიული მისამართია: საქართველო, . ბათუმი, ლუკა ასათიანის . 25.

2. საზოგადოება არის იურიდიული პირი, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

3. საზოგადოება იურიდიული პირის უფლებებს და მოვალეობებს იძენს დადგენილი წესით რეგისტრაციის დღიდან.

 

მუხლი 4. საზოგადოების საქმიანობის საგანი

1.  საზოგადოების ძირითადი საქმიანობის საგანია:

ა) საზოგადოებისათვის გადაცემული  ქ. ბა­თუმის საკუთრებაში არსე­ბუ­ლი  ტუ­რის­ტული ობიექტების მართვის განხორციელება.

ბ) საზოგადოებისათვის გადაცემული ქ. ბა­თუმის საკუთრებაში არსე­ბუ­ლი ტუ­რის­ტული ობიექტების  მოვლა-პატრონობის უზრუველყოფა.

გ) საზოგადოებისათვის გადაცემული ქ. ბათუმის საკუთრებაში არსე­ბუ­ლი ტუ­რის­ტული ობიექტების განვითარებისათვის საჭირო საქმიანობების განხორციელება.

დ) საზოგადოებისათვის გადაცემული ქ. ბათუმის საკუთრებაში არსე­ბუ­ლი ტუ­რის­ტული ობიექტების სამე­წა­რ­მეო საქმიანობისათვის გამოყენებისა და შემოსა­ვლების მიღების მი­ზ­ნით შესაბამისი საქმიანობის წარმართვა.

) სხვა ამოცანების განხორციელება საზოგადოებისათვის გადაცემული  ქ. ბათუმის საკუთრებაში არსე­ბუ­ლი ტუ­რის­ტული ობიექტების მართვისა და მოვლა-პატრონობისა განხორციელებასთან დაკავშირებით.

2. საქმიანობას, რომლის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებ­ლობა ითვალისწინებს სპეციალურ ნებართვას, (ლიცენზირება, სერთიფიცირება), საზოგადოება წარმართავს საქართველოს კანონმდებლიბით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) მიღების შემდეგ.

 

მუხლი 5. საზოგადოების პარტნიორები

საზოგადოების პარტნიორი არის: საზოგადოების საწესდებო კაპიტალში 100%-ანი წილის მესაკუთრე _ თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს სახით (მის. . ბათუმი,  . ასათიანის . 25, საინდენტიფიკაციო კოდი: 245576005).

 

მუხლი 6. პარტნიორთა კრება

1. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც წარმართავს საზოგადოების საქმიანობას.

2. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე. კერძოდ:

) საზოგადოების წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

) პარტნიორის მიერ წილის გასხვისება მესამე პირებზე, რომლის შესახებ გაცემულ ნებართვაში მითითებული უნდა იქნას შემძენის პიროვნება;

) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;

) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;

) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწი-ლეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;

) დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება;

) წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;

) პროკურის გაცემა და გაუქმება;

) აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც ცილდება საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს ან/და რომლებზეც პარტნიორთა კრება დაადგენს პარტნიორთა კრების გზით გადაწყვეტილების მიღების აუცილებ­ლობას.

 

მუხლი 7. დირექტორი

1. საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექ­ტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს . ბათუმის საკრებულო საკრებულოს ბიუროს წარდგინებით.

2. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზანს.

3. დირექტორი წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან სამრთლებრივ ურთიერთობაში. ის მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ არის შეზღუდული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინე­ბული შემთხვევებისა.

4. დირექტორს არ აქვს უფლება პარტნიორის თანხმობის გარეშე მისდიოს იმავე საქმიანობას, რასაც მისდევს საზოგადოება ან მიიღოს მონაწილეობა მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნი­ორის ან დირექტორის სახით. ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას. ასეთ საქმიანობაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგა­დოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორი­სათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ.

5. დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდი­სიერად. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს პარტნი­ორის წინაშე, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ მას არ დაურღვევია თავისი მოვალეობა.

6. დირექტორი პასუხისმგებელია იმაზე, რომ საზოგადოების საბუღალტრო საქმეები და აღრიცხვა წარმოებდეს საქართველოში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონმდებლობის შესაბამისად.

7. დირექტორი ვალდებულია ათი წლის განმავლობაში შეინახოს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი საზოგადოების საქმიანობაზე.

8. სამეურნეო წლის პირველი თვის განმავლობაში დირექტორმა უნდა შეადგინოს გასული სამეურნეო წლის წლიური ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ (წლიური ანგარიში), ასევე საქმიანობის ანგარიში და უნდა წარუდგინოს დამფუძნებელს.

9. დირექტორი უფლებამოსილია:

) დაამტკიცოს საზოგადოების დოკუმენტები და საშტატო განრიგი;

) მიიღოს და გაათავისუფლოს სამუშაოდან საზოგადოების მუშაკები;

) წაახალისოს და დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომელთა მიმართ შინაგანაწესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

) დადოს გარიგებები და გასცეს მინდობილობები იმ საკითხებზე, რაც შედის მის უფლებამოსილებებში;

) გახსნას ანგარიშები;

) გამოსცეს საორგანიზაციო-განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტები;

) გადაწყვიტოს კანონმდებლობით და საზოგადოების წესდებით გათვა-ლისწინებული სხვა სახის საკითხები.

 

მუხლი 8. დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრა

             

 საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციე-ლების შეუძლებლობის (დროებითი შრომისუუნარობის გამო) ან სხვა საფუძვლის არსებობისას დირექტორისათვის შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების დროს ამავე საზოგადოების თანამშრომელთაგან დირექტორის დროებით მოვა-ლეობის შემსრუ­ლებლის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე . ბათუმის საკრებულოს ბიუროს წარდგინებით.

 

მუხლი 9. წლიური შედეგები

1. პარტნიორს აქვს წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება ნაშთის ჩათვლით და ზარალის გამოკლებით.

2. შედეგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორს შეუძლია თანხა მოგებიდან ანარიცხებში ჩარიცხოს ან წარმოადგინოს როგორც მოგება.

 

მუხლი 10. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა

1. საზოგადოება წყვეტს საქმიანობას:

) პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით;

) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა ხდება მისი რეორგანიზაციის (შერწყმის, შეერთების, გაყოფის, გარდაქმნის) ან ლიკვიდაციის გზით.

3. საზოგადოების რეორგანიზაციის შემთხვევაში მისი ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცემა მის უფლებამონაცვლეს.

4. ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები