ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 117
თარიღი: 2013-07-18
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილება შეუწყდეს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსს რამაზ მამულაძეს და მის ნაცვლად კომისიის წევრად შეყვანილ იქნეს ქ. ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ პატარაია, შესაბამისად „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისიის შექმნის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „კ)  ზურაბ პატარაია - ქ. ბათუმის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი (კომისიის წევრი);“.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

   

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები