2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2013 წლის 10 აპრილის №01-10/1804 წერილით, ავტოპარკის შევსების მიზნით, ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 5 ოქტომბრის №349 ბრძანებით თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის საკუთრებაში გადმოცემული მსუბუქი, მაღალი გამავლობის ავტომობილის „ჰუნდაი სანტაფე“-ს საკუთრებაში დაბრუნებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული მსუბუქი, მაღალი გამავლობის ტიპის „ჰუნდაი სანტაფე”-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომერი-HHN607; საიდენტიფიკაციო №KMHSH81GDCU843985; გამოშვების წელი - 2011) 57 100 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ასი) ლარის საწყისი და 44 309,60 (ორმოცდაოთხი ათას სამას ცხრა ლარი და 60 თეთრი) ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულებით.
2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოძრავი ქონების გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტებზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების აღრიცხვისა და განკარგვის განყოფილების უფროსს რეზო ხახვას (პირადი ნომერი 61001023165).
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი