ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 116
თარიღი: 2013-07-18
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის #898 ბრძანებულების, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა თანახმად დანართისა.

2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდესთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N178 განკარგულება.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: . ბათუმი, ზუბალაშვილის .#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

მიმაგრფებული ფაილი: 

 

დანართი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები