ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 108
თარიღი: 2013-06-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

ქ. ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქ. N38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე არტემ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის  ბარელიეფით განთავსების შესახებ

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრე-ბულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. არტემ ერქომაიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, იაკობ გოგე-ბაშვილის ქ. N38-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა ბარელიეფით.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები