2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმში კ. გამსახურდიას N39-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მარგალიტა ვლადიმერის ასული ხემერის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის 5-7 დადგე-ნილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მარგალიტა ხემერის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქ. N39-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.
2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრუ-ლების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონის-ძიებები.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი