2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ნ. ფიროსმანის სახელობის სკვერის დაარსებისა და ნ. ფიროსმანის ბიუსტის ადგილმონაცვლეობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმში, ნ. ფიროსმანის ქუჩაზე სამხატვრო სკოლის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას (526 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თანამხმად თანდართული სიტუაციური გეგმისა) მიენიჭოს ფიროსმანის სკვერის სტატუსი.
2. ქ. ბათუმში, ნ. ბარათაშვილისა და ს. ზუბალაშვილის ქუჩების გადაკვეთის მიმდე-ბარედ არსებულ სკვერში განთავსებული ნ. ფიროსმანის ბიუსტი გადატანილ იქნეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სკვერში.
3. ქ. ბათუმის მერიამ უზრუნველყოს:
ა) განკარგულების პირველი პუნქტით დაარსებული სკვერის განახლებული არქიტექ-ტურულ-გეგმარებითი განაშენიანება, კეთილმოწყობა და ნ. ფიროსმანის ბიუსტის ადგილ-მონაცვლეობა;
ბ) განკარგულების გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი