ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 99
თარიღი: 2013-06-28
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

 თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის შესახებ

 

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მარკოზი 2013 წლის 30 იანვრის  05-03/1903 და 2013 წლის 30 აპრილის №04-03/2378, საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივანი 2013 წლის 20 თებერვლის №270 (№04-03/4106), 2013 წლის 18 აპრილის 292 (№03-01/11764) და 2013 წლის 17 მაისის 297 (№03-01/3961), მღვდელი იოანე ბარამიძე 2013 წლის 22 თებერვლის №05-03/4297, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სერგი 2013 წლის 29 მარტის 03-01/8699, თამარ მეფის სახელობის ტაძარი 2013 წლის 01 მაისის №05-03/12543 წერილებით და განცხადებებით ითხოვენ  თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში არსებული მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალების ქ. ბათუმში მშენებარე ეკლესიებისათვის  გადაცემას.

ქ. ბათუმის მერიაში შემოსულ 2013 წლის 04 ივნისის 01-20/2251 წერილში საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აღნიშნავს, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იცვლება შენობის სახურავი, იღებება ფასადი და ხდება ეზოს კეთილმოწყობა, რისთვისაც ითხოვენ  თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში არსებული მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალების აკადემიისათვის გადაცემას.

ქ. ბათუმის მერიაში შემოსულ 2013 წლის 01 მაისის 4/2-209/13 წერილში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო აღნიშნავს, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის V რეგიონალური სამმართველო განთავსებულია ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ.№32-ში, ეზოს ესაჭიროება სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ითხოვს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში არსებულ 120 კვმ მეორადი ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილის გადაცემას.

ზემოთ აღნიშნლიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებსაქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად  თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ   :

1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლო, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული შემდეგი (მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები) ქონება:

) კრამიტი 3996 ცალი, ღირებულებით 1 998,00 (ერთი ათას ცხრაას ოთხმოცდა-თვრამეტი) ლარი (მეორადი);

ბ) კრამიტი 32 004 ცალი, ღირებულებით 62 087,76 (სამოცდაორი ათას ოთხმოცდაშვიდი ლარი და 76 თეთრი) ლარი (ახალი);

გ) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (მოდ. 1) 6 700 ცალი, ღირებულებით   3 070,61 (სამი ათას სამოცდაათი ლარი და 61 თეთრი) ლარი;

დ) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხედი) 250 კვ.მ., ღირებულებით  3 500,00 (სამი ათას ხუთასი) ლარი;

ე) დეკორატიული სანათი 50 ცალი, ღირებულებით 19 000,00 (ცხრამეტი ათასი) ლარი;

ვ) საბაღე სკამი 26 ცალი, ღირებულებით 3 344,12 (სამი ათას სამას ორმოცდაოთხი ლარი და 12 თეთრი) ლარი;

ზ) ტროტუარის ბორდიური (60х24х10) 335 ცალი, ღირებულებით 3 350,00 (სამი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, სასწავლო უნივერსიტეტს - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული შემდეგი (მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები) ქონება:

ა) გარე განათების ბოძი (ერთრქიანი) 6 ცალი, ღირებულებით 1 560,00 (ერთი ათას ხუთას სამოცი) ლარი;

ბ) გარე განათების სანათი 6 ცალი ღირებულებით 1 020,00 (ერთი ათას ოცი) ლარი;

გ) ტროტუარის ბორდიური (100х25х20) – 250 ცალი, ღირებულებით 3 250,00 (სამი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;

დ) ტროტუარის  მოსაპირკეთებელი ფილა (მოდ. 1) - 4992 ცალი (208 კვმ), ღირებულებით 2 288,00 (ორი ათას ორას ოთხმოცდარვა) ლარი;

ე) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხა) 56 კვ.მ., ღირებულებით 784,00 (შვიდას ოთხმოცდაოთხი) ლარი;

ვ) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ტალღისებური) 36 კვ.მ., ღირებულებით 360,00 (სამას სამოცი) ლარი;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს უსასყიდლოდ, საკუთ-რებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული 120 კვმ ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (მოდ. 3), ღირებულებით  1 200,00 (ერთი ათას ორასი) ლარი.

4. წინამდებარე განკარგულების 1, 2 და 3 პუნქტებით გათვალისწინებული მოძრავი ქონების გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტებზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს . ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).

5. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო­ქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ - სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები