2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი საქმიანობის ქ. ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საშტატო განრიგის დამტკიცება განხორციელდეს ქ. ბათუმის მერის მიერ. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვა დამტკიცდეს ამ იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ ქ. ბათუმის მერთან შეთანხმებით. ასევე ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული პირების მოსწავლეთა (აღსაზრდელთა) მისაღები კონტიგენტის ოდენობა, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამების დამტკიცება და ფასიანი სწავლების საფასურის ოდენობის განსაზღვრა განხორციელდეს ქ. ბათუმის მერის მიერ.
2. ამ განკარგულების 1-ლი პუნქტით დადგენილი წესი გავრცელდეს აგრეთვე აღნიშნულ დოკუმენტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანაზე.
3. ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო, მერია) მიერ დაფუძნებულმა (მართვაში არსებულმა) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა თავიანთ საქმიანობაში უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სავალდებულო შესრულება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი საქმიანობის ქ. ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმების შესახებ“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის N46 განკარგულება.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი