2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დაფუძნების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაფუძნდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურის-ტული ობიექტების მართვის სააგენტო’’ საწესდებო კაპიტალში 100%-იანი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის (წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს სახით - მის: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №25, საინდენტიფიკაციო კოდი 245576005) წილობრივი მონაწილეობით.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს’’ იურიდიულ მისამართად განისაზღვროს: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს’’ დირექტორად დაინიშნოს გელა დეკანაძე (დაბადებული 03.08.1974 წ. სამტრედიაში უმაღლესი განათლებით; მცხ: ქ. ბათუმი, ი. ფაღავას ქ. N11 ბ. N 22; პირადობის მოწმობა №ბ 0129998, პირადი №661003005543, გაცემული ბათუმის შ.ს.ს მე-2 ქვეგანყოფილების მიერ 06.04.2000 წელს). დირექტორი წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. ის მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ არის შეზღუდული. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო.
4. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი, რომელიც წარმართავს საზოგადოების საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, კერძოდ:
ა) საზოგადოების წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ) საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შეცვლა;
გ) პარტნიორის მიერ წილის გასხვისება მესამე პირებზე;
დ) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
ე) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა;
ზ) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
თ) დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება;
ი) წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
კ) დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება;
ლ) პროკურის გაცემა და გაუქმება;
მ) აგრეთვე ის სხვა საკითხები, რომლებზეც პარტნიორი დაადგენს პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.
5. საზოგადოების პარტნიორის წილის განკარგვის უფლებამოსილი ორგანოა თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატმა (იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი დავით ჯაიანი, პირადი #61001025509) განა-ხორციელოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ რეგისტრაცია და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სამართ-ლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
7. დაევალოს თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსათვის’’ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და მართვისათვის ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებული ტურისტული ობიექტების გადაცემისათვის საჭირო შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
8. დაევალოს თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას უზრუნველყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს’’ დაფინანსებისათვის საჭირო სახსრების თვითმმართველ ქ. ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტში ასახვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორ-ციელება და ცვლილებების პროექტის ქ. ბათუმის საკრებულოსათვის წარმოდგენა.
9. დაევალოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორს წინამდებარე განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად წარმოადგინოს საზოგადოების წესდების პროექტი.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი