2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №26
2013 წლის 28 ივნისი ქალაქი ბათუმი
„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1.
„ქალაქ ბათუმის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის #43 დადგენილებაში(სსმ, 03.08.2012 წ.) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილების 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. მიწის (საფლავის გამოყოფის) საფასურის გადახდისაგან განთავისუფლდეს ზემოდან დაკრძალვა (არსებულ საფლავზე განმეორებით დაკრძალვა) თუ გარდაცვლილი არის პირველად დაკრძალულის კანონისმიერი მემკვიდრე (მიუხედავად მემკვიდრეობის რიგითობის). ამ შემთხვევაში კანონისმიერი მემკვიდრეობა დგინდება დაბადების მოწმობის, პირადობის მოწმობის ასლით ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი