2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის #73 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულებით დამტკიცებულ პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტს დაემატოს სამარშრუტო ხაზი #25ა (დანართი #47); შესაბამისად განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) №20, №21, №22, №24, №25, №25ა, №26, №28, №29, №30, №31, №32, №33, №34, №35-35ა, №36, №37, №38, №39, №40, №42, №44, №45, №46, №47, №48, №49, №51, №52, №55 და №56.“.
ბ) განკარგულების მე-2 პუნქტს დაემატოს დანართი N47; განკარგულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართები N2 და N18 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. შესაბამისად განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების სქემა M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის, თანახმად №№ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46 და 47 დანართებისა.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილები: