ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 88
თარიღი: 2013-05-23
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

 ქ. ბათუმში,  შ. რუსთაველის  ქ. N59-ში, ვახტანგ ახვლედიანის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ

 

 

კულტურის შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტისდაქვეპუნქტების,მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 26 აპრილის №5-7 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვახტანგ ახვლედიანის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქ. N59-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა.

2. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიამ (ჯ. ანანიძე) განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

                                                                                                             

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები