2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრი №309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №309 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით განკარგულების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვების უფლებით ისარგებლონ იმ დაწესებულებათა ჯგუფებმა, რომლებთანაც ბაღს აქვს გაფორმებული მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარებმა, სტუდენტ-ლექტორთა იმ ჯგუფებმა, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას. მათ შორის დაშვების საკითხს ბაღის ადმინისტრაცია მიიღებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, ხოლო ვიზიტორთა გარკვეულ ორგანიზაციულ ჯგუფებზე, მიეცეს ფასდაკლების უფლება არაუმეტეს 20%-სა;“.
2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი