ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 85
თარიღი: 2013-05-23
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

 „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის N11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63- მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ :

 

1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის #11 განკარგულებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესდების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბავშვო ბაღის გამგე შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. საბავშვო ბაღის გამგე:

ა) ანგარიშვალდებულია საბავშვო ბაღების გაერთიანების წინაშე;

ბ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას, ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შესაბამისი ტრენინგების/სპონ-სორების მოძიებაზე;

გ) აწარმოებს აღსაზრდელთა ჩარიცხვას, განაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, გადაყვანას, იღებს ზომებს საბავშვო ბაღის კონტინგენტის ასათვისებლად და საბავშვო ბაღების გაერთიანებას აწვდის ინფორმაციას ბავშვთა კონტინგენტის მოძრაობის შესახებ;

დ) პასუხისმგებელია მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე;

ე) ბავშვის საბავშვო ბაღში მიღებისას მშობელს განუმარტავს მომსახურების პირობებს;

ვ) ვალდებულია დაიცვას აღსაზრდელის ყველა ის უფლება, რომელიც მას ბავშვის უფლებათა კონვენციით აქვს მინიჭებული;

ზ) პასუხისმგებელია საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ რეკომენდებული მეთოდო-ლოგიის დანერგვაზე;

თ) მონაწილეობს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, აკონტრო-ლებს მის სრულყოფილ დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირზე ისმენს ანგარიშებს.

ი) პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე.

კ) ხელს უწყობს ბავშვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და მონიტორინგს უწევს მის განხორ-ციელებას;

ლ) მონიტორინგს უწევს შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე  ბავშვის საბავშვო ბაღის  გარემოში  სრულყოფილ მონაწილეობას;

მ) ზედამხედველობას უწევს საბავშვო ბაღის საქმიანობაში მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფას;

ნ) საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ერთად ადგენს საბავშვო ბაღის მართვის პოლიტიკის განხორციელების პრიორიტეტულ გეგმას  და უზრუნველყოფს მის შესრულებას;

ო) უზრუნველყოფს თანამშრომელთა დატვირთვის პერიოდულ შეფასებას;

პ) საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ერთად განიხილავს თანამშრომელთა მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საჩივრებს;

ჟ) ხელს უწყობს თანამშრომელთა შორის საქმიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძ-ნებულ ურთიერთობების გაღრმავებას;

რ) საბავშვო ბაღების გაერთიანებას წარუდგენს ანგარიშს დაგეგმილი და განხორ-ციელებული სამუშაოების შესახებ;

ს) ვალდებულია ყოველთვიურად გააცნოს მშობლებს საბავშვო ბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ტ) ვალდებულია დაიცვას აღსაზრდელის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფი-დენციალურობა;

უ) უფლებამოსილია საბავშვო ბაღების გაერთიანებას, წაახალისების მიზნით, ხარის-ხიანად შესრულებული სამუშაოსათვის წარუდგინოს თანამშრომელი;

ფ) ყოველი თვის ბოლოს მართავს შეხვედრებს საბავშვო ბაღის კოლექტივთან, ისმენს მოხსენებებს და იძლევა რეკომენდაციებს;

ქ) პასუხს აგებს საბავშვო ბაღის გამართულ  ფუნქციონირებაზე;

ღ) ადგენს საბავშვო ბაღის მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს აღმზრდელებთან, აღსაზრდელებთან და აღსაზრდელის მშობლებთან ურთიერთობაში; 

შ) ახორციელებს სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის მიერ განსაზღვრული დავალებისა და მითითების შესაბამისად.

 

ბ) წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილენი

1. საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილენი არიან:

ა) ბავშვები;

ბ) აღმზრდელები;

გ) მშობლები.

  2. საბავშვო ბაღში  ბავშვების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება;

ბ) დაბადების მოწმობა (დედანი);

გ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

  3. საბავშვო ბაღში ბავშვების მიღებაზე უარი უნდა იყოს განმარტებული წერილობითი ფორმით.“.

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ირაკლი ჩავლეიშვილი 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები