2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმსა (საქართველო) და ქალაქ დონეცკს (უკრაინა) შორის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ბათუმის თვითმმართველობა გამოხატავს მზადყოფნასა და ნებას ქ. ბათუმსა და უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ დონეცკს შორის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
2. ქ. ბათუმის მერს (ჯ. ანანიძე) მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ ქ. ბათუმის თვითმმართველობის სახელით ხელი მოაწეროს ქ. ბათუმს (წარმომადგენელი ქ. ბათუმის მერის სახით) და უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ დონეცკს (წარმომადგენელი ქ. დონეცკის მერის სახით) შორის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი