2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
ქ. ბათუმის საჯარო სასაფლაოების მოწყობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეთხოვოს ქ. ბათუმის ახალი საჯარო სასაფლაოების მოწყობის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების (მდებარე ქ. ბათუმი, ჩაქვის დასახლება, საკადასტრო კოდი: 20.48.06.015; 20.48.06.039; 20.48.06.040) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში გადმოცემა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი