2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №24
2013 წლის 23 მაისი ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში (სსმ V, #46, 3.11.2010, მუხ.1356) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-4 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირების შემთხვევაში, რომლებისთვისაც წინამდებარე წესით გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, ავტომანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ქუჩის (მოედნის) გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ტროტუარზე ავტომანქანის პარკირებისას, სადაც განთავსებული არ არის პარკირების საცნობარო ნიშანი ან/და მონიშვნის ნიშანი, ავტომანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ავტომანქანის ქუჩის იმ ადგილებზე პარკირებისას, სადაც დგომა ან გაჩერება აკრძალულია, ავტომანქანა ექვემდებარება დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ბ) დადგენილების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ქუჩის (მოედნის) გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
გ) დადგენილებას 23-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანის საფუძვლები
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევის შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას ისეთ ადგილას, რომელიც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;
ბ) თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დგას საზოგადოებრივი (მუნიციპალური) ტრანსპორტის გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე (საჯარიმო სადგომზე) გადაყვანა დასაშვებია:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ასეთ ადგილას განთავსებულია შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას“).
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა ასეთ ადგილას განთავსებულია თუ არა შესაბამისი საცნობარო ნიშანი (მინიშნება – „ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას).“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი