2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №45
2011 წლის 2 აგვისტო
ქალაქი ბათუმი
„თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის შექმნისა და მისი საზღვრების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს №14-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №130, 15.09.2007წ, გვ.6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონად განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოქცეულია შემდეგ პირობით საზღვრებში: იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კენტ მხარეს, პეტრე მელიქიშვილისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ეგნატე ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან შოთა რუსთაველის ქუჩის კვეთამდე 26 მაისის ქუჩის ლუწ მხარეს, 26 მაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე შოთა რუსთაველის ქუჩის კენტ მხარეს, შოთა რუსთაველისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთიდან ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე დემეტრე თავდადებულის ქუჩის კენტ მხარეს, დემეტრე თავდადებულისა და ეგნატე ნინოშვილის ქუჩების კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კენტ მხარეს, ეგნატე ნინეოშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან შოთა რუსთაველის ქუჩის კვეთამდე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის ლუწ მხარეს, კონსტანტინე გამსახურდიასა და შოთა რუსთაველის ქუჩების კვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე შოთა რუსთაველის ქუჩის კენტ მხარეს და იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი (ძველი ბათუმის მიწათსარგებლობის ზონა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე