2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა „საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 04 01 01 (დანართი 1);
ბ) პროგრამა ,,სპორტული ღონისძიებები“, პროგრამული კოდი 05 01 01 (დანართი 2);
გ) პროგრამა ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 01 02 (დანართი 3);
დ) პროგრამა „ქალაქის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 05 02 03 (დანართი 7).
ე) პროგრამა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 05 02 04 (დანართი 8);
ვ) პროგრამა „ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები“, პროგრამული კოდი 05 03 01 (დანართი 11).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
პროგრამა „საბავშვო ბაღების განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 04 01 01 (დანართი 1);
პროგრამა ,,სპორტული ღონისძიებები“, პროგრამული კოდი 05 01 01 (დანართი 2);
პროგრამა ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 01 02 (დანართი 3);
პროგრამა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 05 02 04 (დანართი 8);
პროგრამა „ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები“, პროგრამული კოდი 05 03 01 (დანართი 11).