2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრი N297 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #297 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) განკარგულებას დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი – პროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 03 06 (დანართი 20);
ბ) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ბ.ა) პროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 01 01(დანართი 1);
ბ.ბ) პროგრამა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა“, პროგ-რამული კოდი 03 02 08 (დანართი 8);
ბ.გ) პროგრამა „ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 03 04 (დანართი 10);
ბ.დ) პროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 03 06 (დანართი 20);
ბ.ე) პროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 03 03 07 (დანართი 13);
ბ.ვ) პროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ პროგრამული კოდი 03 03 09 (დანართი 15);
ბ.ზ) პროგრამა „სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 05 01 04 (დანართი 17);
ბ.თ) პროგრამა „წყლის სისტემების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 02 02 (დანართი 18).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
პროგრამა „გზების, ქუჩებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 01 01(დანართი 1);
პროგრამა „პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობა“, პროგრამული კოდი 03 03 06 (დანართი 20);
პროგრამა „ქალაქის გამწვანების ღონისძიებები“ პროგრამული კოდი 03 03 07 (დანართი 13);
პროგრამა „სასაფლაოების მოვლა-პატრონობა“ პროგრამული კოდი 03 03 09 (დანართი 15);
პროგრამა „სასპორტო და დასვენების ობიექტების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 05 01 04 (დანართი 17);
პროგრამა „წყლის სისტემების რეაბილიტაცია“, პროგრამული კოდი 03 02 02 (დანართი 18).