ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 79
თარიღი: 2013-05-23
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

          

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრისN 296 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #296 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:

ა) პროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“, პროგრამული კოდი 03 03 02 (დანართი 3);

ბ) პროგრამა „ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი   05 02 06 (დანართი 5);

 

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 

 

პროგრამა „ქალაქის დაგეგმარება“, პროგრამული კოდი 03 03 02 (დანართი 3);

 

პროგრამა „ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი   05 02 06 (დანართი 5);

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები