ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 78
თარიღი: 2013-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის  სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი საქმიანობის  .  ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის #46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის 

სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ზოგიერთი საქმიანობის . ბათუმის თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმების შესახებ“ თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 29 მარტის #46 განკარგულებაში და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამე­წარმეო (არა­კომერ­ციული) იურიდიული პირების საშტა­ტო განრიგის დამტკიცება  განხორციელდეს . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ . ბათუმის მერის წარდგინებით. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კერძო სამართლის არასამე­წარმეო (არა­კომერ­ციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვა დამტკიცდეს ამ იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან (მერის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარე) შეთანხმებით. ასევე ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი იურიდიული პირების მოსწავლეთა (აღსა­ზრ­დელ­თა) მისაღები კონტიგენტის ოდენობა, სასწავლო (საგანმანათ­ლებლო) პროგრა­მების დამტკი-ცება და ფასიანი სწავლების საფასურის ოდენობის განსაზღვრა განხორ­ციელდეს . ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ . ბათუმის მერის წარდგინებით.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

  

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები