ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 75
თარიღი: 2013-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

   

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს დაფუძნების შესახებ

           

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჩ” ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის პირველი კარის მეორე თავის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაფუძნდეს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საჭადრაკო კლუბი ნონა“ (ელ. ფოსტა: giorgi1968@mail.ru).

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საჭადრაკო კლუბი ნონა“ (შემდგომ ტექსტში – საჭადრაკო კლუბი).

3. საჭადრაკო კლუბი არის წევრთა მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი იურიდიული პი­რი და მისი მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.

4. საჭადრაკო კლუბის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. საჭადრაკო კლუბი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 

6. საჭადრაკო კლუბის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის  ქ. №25.

7. საჭადრაკო კლუბის მიზანია ჭადრაკის, როგორც სპორტული და სააზროვნო  მიმართულების პროპაგანდა–პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა.

8. საჭადრაკო კლუბის დამფუძნებელია თვითმმართველი ქალაქი - ბათუმი.

9. საჭადრაკო კლუბის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვ-ნულად ახორ­ცი­ელ­ებს და მის საქმიანობას ხელმძღვანელობას უწევს საჭადრაკო კლუბის დირექტორი (შემ­დ­გ­ო­მში - დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლ­ებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო.

10. დირექტორი იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე საკითხებზე გადაწყ­ვ­ე­ტილებას ღებულობს ერთპიროვნულად.

11. ბათუმის საჭადრაკო კლუბის დირექტორად დაინიშნოს გიორგი ჭანტურია (დაბადებული ბათუმი, 05.06.1968 . მცხ: . ბათუმი, 26 მაისის ქ. №55/57–39, პირადობის მოწმობა №ა 1144591, პირადი №61001014990, გაცემული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ).

12. საჭადრაკო კლუბის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება თვითმმართველი ქალ­ა­ქის-ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

13. საჭადრაკო კლუბის საკუთრებას წარმოადგენს მისი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქო­ნება, ასევე მისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება და ფულადი სახსრები.

14. საჭადრაკო კლუბს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საკუთრებაში არსებული ქონება მთლიანად ან მისი ნაწილი გაასხვისოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

15. საჭადრაკო კლუბის დირექტორი უფლებამოსილია დასახული მიზნის მისაღწევად და­ამ­­ყა­­რ­ოს შრომით სამართლებრივი ურთიერთობები ქ. ბათუმის მერიის წარდგინების სა­ფუ­ძ­ველზე ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საშტატო განრიგის შესაბა­მი­ს­ად.

16. საჭადრაკო კლუბის დირექტორის და საზოგადოებასთან შრომით სამართლებრივ ურთ­ი­ე­რ­თ­ო­ბაში მყოფი პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობას  ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

17. საჭადრაკო კლუბის ხარჯთაღრიცხვას ქ. ბათუმის მერიის წარდგინების საფუძველზე ითანხ­მ­ებს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

18. საჭადრაკო კლუბის საქმიანობა წესრიგდება წესდებით, რომ­ე­ლ­საც ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო. წესდება დადას­ტურ­ე­ბუ­ლი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. წესდება მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე განკარ­გუ­ლ­ე­ბას.

19. საჭადრაკო კლუბის საქმიანობაზე კოორდინაციას ახორციელებს  ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახური. 

20. დაევალოს საჭადრაკო კლუბის დირექტორს უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

21. საჭადრაკო კლუბის დირექტორმა დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში დასამტკიცებლად წარმო­ა­დ­გინოს საზოგადოების წესდების პროექტი.

22. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  

                                                                                                             

  

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები