ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 46
თარიღი: 2011-08-02
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №46
2011 წლის 2 აგვისტო
ქალაქი ბათუმი


„ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი  შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის  31 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :      
მუხლი 1. „ძველი ბათუმის“ ტერიტორიის განვითარების დროებითი  შეზღუდვისა და შეზღუდვის პერიოდისათვის ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2011 წლის  31 იანვრის №6 დადგენილებაში (სსმ, 16.02.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.  „ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ახალმშენებარე ან რეკონსტრუირებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებლო განვითარების ზღვ¬რუ¬ლი პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს,                    ილია ჭავჭავაძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან შოთა რუსთაველის ქუჩის კვეთამდე კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კენტ მხარეს, შოთა რუსთაველისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულამდე შოთა რუსთა¬ველის ქუჩის კენტ მხარეს და იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ლუწ მხარეს შორის პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ორივე მხარეს პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ახალმშენებარე ან რეკონსტრუირებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებლო განვითარების ზღვრული პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 16 მეტრს, თუ ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც გამონაკლისი, განაშენიანების რეგულირების საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

ბ) ,,ძველი ბათუმის“ მიწათსარგებლობის ზონის სხვა პირობით საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ახალმშენებარე ან რეკონსტრუირებადი უძრავი ქონების (ობიექტის) სამშენებ¬ლო განვითარების ზღვრული პარამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 18 მეტრს, თუ ამ დადგენილების მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, როგორც გამონაკლისი, განაშენიანების რეგულირების საბჭოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.“. 
მუხლი 2.  ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.




საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები