ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 70
თარიღი: 2013-04-30
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა      

 

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დაწესების შესახებ“ თვითმმართველი - ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობისათვის საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დაწესების შესახებ“ თვითმმართველი - ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 30 დეკემბრის №88 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს თანამდებობის პირების (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილისა) სამსახურებრივი ავტომანქანისათვის, საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსის სამსახურებრივი ავტომანქანისათვის, საკრებულოს მორიგე ავტომანქანისათვის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტო-რიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივ­მოქმედი კომისიიის თავმჯდომარეზე მიმაგრებული ავტომან-ქანისათვის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივ­მოქმედ კომისიაზე მიმაგრებული ავტომანქანისათვის - 150 (ას ორმოცდაათი) ლიტრი;“.

2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 აპრილიდან.

 

     

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                    ირაკლი ჩავლეიშვილი 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები