2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ წესდები დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №17 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ წესდების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სააგენტოს ძირითადი მიზანი და ფუნქციები:
სააგენტოს ძირითადი მიზანი და ფუნქციაა:
ა) პარკირების წესის დანერგვა, დაცვა და განვითარება;
ბ) ქუჩებში და საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და მოწყობის შესახებ შესაბამისი წინადადების შემუშავება და დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
გ) პარკირების ადგილების მოწყობა, დახაზვა, საგზაო ნიშნებით აღჭურვა;
დ) ფასიანი პარკირების სისტემის დანერგვა, საფასურის ოდენობაზე წინადადების შემუშავება, დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა და დამტკიცებული საფასურის ამოღების ორგანიზება;
ე) პარკირების ადგილებზე პარკომეტრების მონტაჟი, ექსპლუატაცია, შესაბამისი ნიშნებით აღჭურვა;
ვ) პარკირების მონიტორინგი ქალაქში, დამრღვევებისათვის საჯარიმო ოქმების გამოწერა, დარღვევით მდგომი მანქანების ავტოევაკუატორებით სპეციალურ სადგომზე გადაყვანა (მათ შორის სპეცტექნიკის);
ზ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობა;
თ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის წესების შემუშავება და დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ი) შუქნიშნების, ვიდეოკამერების და საგზაო ნიშნების განთავსების გეგმის შემუშავება, ასევე მათი განთავსება, ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა და მიმდინარე რემონტი;
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მონიშვნის ნიშნების სამუშაოების შესრულება (გზის სავალი ნაწილების დახაზვა);
ლ) გზის სავალ ნაწილებზე ქვაფენილების (ბრუშატკა), ტროტუარის საფარის (ფილები, ქვაფენილები), ბორდიურების და ბოწკინტების (რკინის, ქვის და ა.შ.) მოვლა-შენახვა და მიმდინარე რემონტი;
მ) ველობილიკების მოწყობა (შეღებვა და მონიშვნა);
ნ) ელექტრონული საინფორმაციო დაფების განლაგების დაგეგმარება, განლაგება და მართვა;
ო) თვითმმართველ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;
პ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის მომზადება და დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ჟ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის მომზადება;
რ) სხვა ამოცანებისა და მიზნების შესრულება (მათ შორის სხვა მცირე მოცულობის კეთილმოწყობითი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით), საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა გადაწყვეტილებების აღსრულება და მერის სხვა დავალებების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი