ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 20
თარიღი: 2013-04-30
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო

№20

2013 წლის 30 აპრილი ქალაქი ბათუმი

 

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და  „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო :

1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თანდართული წესი.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზე­ბა, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემა, როგორც წესი განხორციელდეს ელექტრონული აუქ­ციონის ფორმით, თუ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მისი საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             ირაკლი ჩავლეიშვილი

 

  

  

  

 

დანართი

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილება

2013 წლის 30 აპრილის 20

                                                

 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულიაადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შე­სახებსაქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გა­და­­ცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუ­მის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტ­რო­ნული აუქციონის ფორმით პრივა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გა­და­­ცემისას ასე­ვე გამოიყენება თვითმმართველი ქა­ლა­ქის ბათუმის საკრებულოს მიერ დადგე­ნი­ლი თვით­მ­მა­­რთველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფო­რ­მით პრივა­ტი­­ზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესები წინამდებარე წესის თავისებურე­ბა­თა გათვალისწინებით.

3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრი­ვა­ტი­ზე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მი­ზანია საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მო­ნაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში თვითმმართველ ქალაქ ბათუმს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოც­ხა­დდა პირობებით საკუთრების, სარგებლობის, მართვის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქ­ცი­ონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადე­ბუ­ლი პირობები და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ქალაქ - ბათუმს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მო­ნაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.

 

 მუხლი 2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივა­ტი­ზების, სარგებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის გამოც­ხა­დების/ჩა­ტა­რე­ბის ორგანიზებას ახორციელებს სააუქციონო კომისია.

2. სააუქციონო კომისია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ქონების პრივატიზების, სარ­გებლობის, მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ინფორმაციას აქვეყნებს თვითმმართველი ქა­­ლაქის - ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე და ვებგვერდზე  www.eauction.ge, რაც ინფორ­მა­ციის ოფი­ცი­ა­ლურ გამოქვეყნებად ითვლება.

 3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატი­ზები­სას გამოსაქვეყნებელი ინ­­­ფორ­მაცია უნდა შეიცავდეს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;

დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო სა­ფასურს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ბიჯის სიდიდეს;

ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს;

 კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩა­თ­ვლის მიზანშეწონილად.

4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებ­ლო­ბაში გადაცემისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;

გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;

დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს;

ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ბიჯის სიდიდეს;

ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს;

კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას;

ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მი­ზანშეწონილად.

5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავ­დეს:

ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს საზო­გადოების კაპიტალში;

 ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.

6. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმა­ცია უნდა შეიცავდეს:

ა) მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას;

ბ) იმ იურიდიული პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართსა და საიდენტიფიკაციო კოდს რომლის აქციების ან წილის მართვის უფლებით გადაცემაც ხორციელდება;

გ) აუქციონზე გამოტანილი აქციების ან წილის ოდენობას, მის ნომინალურ ღირე­ბუ­ლებას;

დ) აქციების, წილის საერთო ოდენობას, ნომინალური ღირებულების მითითებით, საწარ­მოში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის წილის ოდენობას, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებას;

ე) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;

ვ) მართვის უფლებით გადაცემის საწყის საპრივატიზებო საფასურს;

ზ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;

თ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

ი) მართვის უფლებით გადაცემის პირობებს ( ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) ბიჯის სიდიდეს;

ლ) მართვის უფლებით გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და მისამართს;

მ) მართვის უფლებით გადაცემის ვადას;

ნ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც მართვის უფლებით გამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

 

 

მუხლი 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

 

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან აუქციონის გამოც­ხ­ა­დების შესახებ სამართლებ­რი­ვი აქტით განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინ­ტე­რე­სე­ბულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძ­ლე­ვათ გაა­კე­თონ სასურველი ფასის შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ვებგვერდზე - www.eauction.ge - დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხ­მობის გაცხადება;

გ) ბეს თა­­ნ­­ხის გადახდა ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/ გააქ­ტიურება.

3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ქონების პრივატი­ზე­ბი­სთვის, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქცი­ონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/ გაააქტიუროს ან/და ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.

4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრი­­ვატიზებო, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მყიდველად, მოსარ­გებ­ლედ, მართვის უფლებით მიმღებად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.

 

მუხლი 4.  ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1.  ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე (www.eauction.ge), ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტა­ტუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებ-გვერდზე გამოცხადების მო­მენტი.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რე­ჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქ­სირ­დება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყვე­ლაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადა­ცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრუ­ლების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუს­ტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძე­ლ­დე­ბა 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუ­თის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გა­მო­ც­ხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთი­სა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოად­გი­ნოს, გაააქტი­უ­როს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.

8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწი­ლეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

9. აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში აუქციონში გამარჯ­ვე­ბუ­­ლსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება აუქციონში გამარჯვების დამადას­­ტურებელი ოქმის გაფორმების თარიღი, თანხის სრულად გა­დახ­დის თარიღი და ქონების გა­დაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

 

მუხლი 5. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

 

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუ­ს­ტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზე­ზე­ბის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითმმართველი ქალაქის - ბა­თუ­მის აღმასრულებელ ორგანოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ მუხლის პირ­ველი პუნქტის „ ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუ­ნ­დება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობე­ბით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.

3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრე­ბის, სარგებლობის, მარ­თ­ვის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში - საკუთრე­ბის, სარგებლობის, მართვის უფლება ვალდებულებებთან ერთად).

4. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

5. მომხმარებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

ბ) თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ დრო­ში გადაიხადოს შეძენილი, სარგებლობაში, მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღი­რებულება.

 

მუხლი 6. ანგარიშსწორებ

 

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქ­ცი­­­ში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. უპირობო და გამო­­­მობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც გააქ­ტიუ­რე­ბის (ელექტ­რო­ნუ­ლად), ასევე წარმოდგენის საშუალებით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გა­დახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორ­მა­ციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შე­სა­ხებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის სა­ფუძ­ველზე საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხე­­მისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშ­ნუ­ლი ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცე­მე­ბის სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადა­დის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტი­კუ­რი ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გადახდის გვერდზე გამოდის შე­საბამისი შეტყობინება.

 

მუხლი 7. დავების გადაწყვეტის წესი

 

ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილე­ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 8.  ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

 

წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აკრებულოს დად­გე­ნი­ლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები