2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 სექტემბრის №224 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 6 სექტემბრის №224 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და კომისიის წევრის უფლებამოსილება შეუწყდეს ნუკრი დოლიძეს, ჯუმბერ კობალაძეს და ალექსანდრე ჩხარტიშვილს. შესაბამისად ამოღებულ იქნეს განკარგულების პირველი პუნქტის „დ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილ