ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 47
თარიღი: 2011-08-31
ტიპი: დადგენილება
სფერო: სამართლებრივი აქტები

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №47
2011 წლის 31 აგვისტო
ქალაქი ბათუმი



„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმ-მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი-ლებით (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010წ. გვ: 2-4) დამტკიცებულ დებულება-ში შეტანილ იქნეს  ცვლილება და დებულების  მე-8 მუხლის  პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ქ. ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახური.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.




საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                       გიორგი კირთაძე

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები