2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 2 სექტემბრის #750 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 2 სექტემბრის #750 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების პირველი თავის „1.2.“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.2. საზოგადოებას აქვს საფირმო სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართულ ენაზე საზოგადოების საფირმო სახელწოდებაა: „შპს „დინამო ბათუმი“, ინგლისურ ენაზე საზოგადოების სახელწოდებაა: „LTD Dinamo Batumi.“
2. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმის“ დირექტორმა (სულხან გოგიბერიძე, პირადი #61001000463) უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი