ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 59
თარიღი: 2013-04-12
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა 

 

 თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისა საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებთვითმმართველი ქალაქის - ბათუმის  საკრებულოს  2010  წლის 31 დეკემბრის 178 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №24 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდ­ლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №178 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული სარგებ­ლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) 62-ე პუნქტი:

 „

ლოტი

ქონების დასახელება, მისამართი, სახეობა

                        ქონების ფართობი        კვ..-ში

საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი

სხვა მახასიათებელი ნიშანი

ობიექტის / ლოტის საწყისი ქირის ოდენობა ლარებში

 

62

ქ. ბათუმში, ზღვისპირა ბულვარის პლაჟის №31 სექტორზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

 მიწის ნაკვეთი

2 998.00

საკადასტრო კოდი №05.22.01.031

 

60 800

 

                                                                                                                                                     .“.

 2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთაჭარა“-ში გამო­ქვეყ­ნება და წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული ქონების სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: . ბათუმი, ზუბალაშვილის . 30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.  

 

  

 

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                                   ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები