2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის #158 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის #158 განკარულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხის და მათი საპრივატიზებო საწყისი ფასის (დანართი 1) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით (რედაქციით):
# |
საპრივატიზებო ობიექტის მისამართი |
საპრივატიზებო ობიექტის სახეობა |
საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში |
საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი |
ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი) |
41 |
ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ.№29 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
1 182,00 |
სარეგისტრაციო ¹05.25.13.032 |
84 200 |
ბ) განკარგულებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხას და მათ საპრივატიზებო საწყისი ფასს (დანართი 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის (რედაქციის) 63-65-ე პუნქტები (საპრივატიზებო ობიექტები, მათი საწყისი გასაყიდი ფასით):
# |
საპრივატიზებო ობიექტის მისამართი |
საპრივატიზებო ობიექტის სახეობა |
საპრივატიზებო ობიექტის ფართობი კვ.მ.-ში |
საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი |
ობიექტის საპრივატიზებო საწყისი ფასი (ლარი) |
63 |
ქ. ბათუმი, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე მდებარე |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
1 662,00 |
სარეგისტრაციო ¹05.27.05.017 |
192 600 |
64 |
ქ. ბათუმი, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე მდებარე |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი |
6 406,00 |
სარეგისტრაციო ¹05.27.05.016 |
742 500 |
65 |
ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ.№107 |
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული საცხოვრებელი ფართი |
18,70 |
სარეგისტრაციო ¹05.26.04.041.01.520 |
12 000 |
2. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი