2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საპატრიარქო 2013 წლის 25 იანვრის №263 და 2013 წლის 20 თებერვლის №270 წერილებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მარკოზი 2013 წლის 30 იანვრის №05-03/1903, 2013 წლის 15 თებერვლის №04-03/3576, 2013 წლის 25 თებერვლის №04-03/4517 და 2013 წლის 19 მარტის №05-03/7033 განცხადებებით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე აბჟანდაძე 2013 წლის 15 თებერვლის №04-03/3508 განცხადებით, აჭარაში წამებულთა სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე 2013 წლის 22 თებერვლის №05-03/4297 განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სერგი 2013 წლის 29 მარტის №04-03/8699 წერილით და მირქმის სახელობის ტაძრის მღვდელი დავითი 2013 წლის 08 აპრილის №ჯ-260 განცხადებით ითხოვენ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკუთრებაში არსებული მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალების ქ. ბათუმში მშენებარე ეკლესიებისათვის გადაცემას.
ზემოთ აღნიშნლიდან გამომდინარე, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს საპატრიარქოს უსას-ყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული შემდეგი (მეორადი სამშენებლო და სხვა დამხმარე მასალები) ქონება:
ა) კრამიტი 11 360 (თერთმეტი ათას სამას სამოცი) ცალი, ღირებულებით 5 680,00 (ხუთი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი (მეორადი);
ბ) კრამიტი 3 000 (სამი ათასი) ცალი, ღირებულებით 5 811,00 (ხუთი ათას რვაას თერთმეტი) ლარი (ახალი);
გ) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (მოდული 1) 13 090 (ცამეტი ათას ოთხმოცდაათი) ცალი, ღირებულებით 6 000,00 (ექვსი ათასი) ლარი;
დ) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (მოდული 2) 1 120 (ერთი ათას ასოცი) ცალი, ღირებულებით 1 344,00 (ერთი ათას სამას ორმოცდაოთხი) ლარი;
ე) ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილა (ექვსკუთხა) 140 (ას ორმოცი) კვ.მ. ღირებულებით 1960,00 (ერთი ათას ცხრაას სამოცი) ლარი;
ვ) გარე განათების ბოძი (ორ რქიანი) 8 (რვა) ცალი, ღირებულებით 2 160,00 (ორი ათას ას სამოცი) ლარი;
ზ) გარე განათების სანათი 16 (თექვსმეტი) ცალი ღირებულებით 2 720,00 (ორი ათას შვიდასოცი) ლარი;
თ) დეკორატიული სანათი 90 (ოთხმოცდაათი) ცალი, ღირებულებით 34 200,00 (ოცდათოთხმეტი ათას ორასი) ლარი;
ი) ბუნებრივი გრანიტის ფილა 18 (თვრამეტი) კვ.მ., ღირებულებით 1 366,50 (ერთი ათას სამას სამოცდაექვსი ლარი და 50 თეთრი) ლარი (ახალი);
კ) საბაღე სკამი 30 (ოდაათი) ცალი, ღირებულებით 4 500,00 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი;
ლ) საყვავილე 10 (ათი) ცალი, ღირებულებით 1450,00 (ერთი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი.
მ) სანაგვე ურნა 5 (ხუთი) ცალი, ღირებულებით 300,00 (სამასი) ლარი.
2. წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის მიზნით, შესაბამის ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის სასაწყობო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს მინდია ხაბაძეს (პირადი ნომერი 61001000942).
3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს განკარგულების გაზეთ „აჭარა“-ში გამოქვეყნება და წინამდებარე განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.#30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი