2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის #298 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით განკარგულებით დამტკიცებული:
ა) პროგრამა ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 01 02 (დანართი 3);
ბ) „პროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 02 01 (დანართი 5);
გ) პროგრამა „ქალაქის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა“, პროგრამული კოდი 05 02 03 (დანართი 7).
2. განკარგულება ძალაშია „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 12 აპრილის M#18 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
იხილეთ მიმაგრებული ფაილი:
პროგრამა ,,სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 01 02 (დანართი 3);
„პროგრამა „კონკურსებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა“, პროგრამული კოდი 05 02 01 (დანართი 5);