ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 54
თარიღი: 2013-04-12
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 მუნიციპალური პროგრამის „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით  უზრუნველყოფის“ ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის,თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №296 განკარგულებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :  

1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსა-ხურის კომპეტენციას მიკუთვნებული 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 დეკემბრის №296 განკარგულებით დამტკიცებული „მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ პროგრამის შესაბამისად საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეს შემდეგ მრავალშვილიან ოჯახს: სპარტაკ ანთაძეს (პირადი ნომერი 61001019723), მარინე ქილიფთარს (პირადი ნომერი 61001019742), მარიამ ანთაძეს (პირადი ნომერი 61001078188), ნინო ანთაძეს (პირადი ნომერი 61001078518), ნიკოლოზი ანთაძეს (დაბადებული 18 აპრილი, 1999 წელი), დავითი ანთაძეს (დაბადებული 15 ივნისი, 2002 წელი), თამარი ანთაძეს (პირადი ნომერი 61801093923), ენუქი ანთაძეს (პირადი ნომერი 61250005977) და ილია ანთაძეს (პირადი ნომერი 61750005978) უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცეთ ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში არსებული №10 საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; სართული 3; მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.011.02.633) საერთო ფართით 124,00 კვმ და გაიცეს მათზე საკუთრების უფლების მოწმობა.

2. დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (ჯ. ანანიძე) უზრუნველყოს ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის „ბათუსი“-ს მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში არსებული №10 საცხოვრებელი ბინა (ბლოკი „ა“; სართული 3; მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 05.23.04.011.02.633) საერთო ფართით 124,00 კვმ სარემონტო სამუშაოების ფულადი ანაზღაურების - 30 875 (ოცდაათი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა წინამდებარე განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.

3. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წინამდებარე განკარგულებით გათვალის-წინებულ საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში მოახდინოს შემდეგი შინაარსის შეზღუდვის რეგისტრაცია: „მესაკუთრეს საკუთრების უფლების მოწმობის მიღებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული ბინის გაყიდვა, გაქირავება, უფლებრივად დატვირთვა ან სხვა ნებისმიერი ფორმით განკარგვა. 

4. წინამდებარე განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართ­ლო­ში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გა­­ნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები