ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 53
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

 

 გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ დაფუძნების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის N148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ დაფუძნების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის #148 განკარგულებაში  შეცვლილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული წესდების მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ბათუმი, გენერალ  ა. აბაშიძის ქუჩა #14.“.

2. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ დირექტორს (ე. მაჭუტაძე) წინამდებარე განკარგულების სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციუ­ლი) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.  

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

     

      

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ირაკლი ჩავლეიშვილი

 

 

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები