ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
N: 52
თარიღი: 2013-03-29
ტიპი: განკარგულება
სფერო: სამართლებრივი აქტები

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

  

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“-ს წესდების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართვე-ლი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის #16 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) განკარგულებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი ბათუმი, გენერალ                 ა. აბაშიძის ქუჩა #14.“.

ბ) განკარგულებით დამტკიცებული წესდების  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „1. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“-ს სტრუქ-ტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) გამწვანების განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) დაცვის განყოფილება“.“

         გ) განკარგულებით დამტკიცებული წესდების  მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები:

„3. ადმინისტრაცია - უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობისა და ფუნქციონირების მართვას, ქონებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სარგებლობა-განკარგვის თაობაზე წინადადების მომზადებას.

 4. გამწვანების განყოფილება - უზრუნველყოფს მცენარეთა გამრავლებას, ქალაქ ბათუმის გამწვანებული ტერიტორიებზე არსებული მცენარეების მოვლა-პატრონობას, მცენარეთა დაავადებების გამოვლენას და მათთან ბრძოლას, ასევე ტერიტორიების ლანდშაფტურ დაგეგმარებას.

5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება - უზრუნველყოფს სამსახურის სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ექსპლუატაციასა და ფუნქციონირებას, მათ გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე ზრუნვას.

6. დაცვის განყოფილება - უზრუნველყოფს სამსახურის ტერიტორიის, ინფრასტრუქ-ტურის და უძრავ-მოძრავი ქონების დაცვას.“.  

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

     

  

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                       ირაკლი ჩავლეიშვილი

 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები